26 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ვის მოუწევს ჯარში წასვლა, სამხედრო სამსახურის გადავადება 10 000 ლარამდე გაიზრდება - თავდაცვის მინისტრმა "ღამის კურიერში" დეტალებზე ისაუბრა

ვის მოუწევს ჯარში წასვლა და ვინ ვეღარ შეძლებს თავი აარიდოს სავალდებულო სამხედრო სამსახურს - თავდაცვის ახალ კოდექსთან დაკავშირებით, "ღამის კურიერის" ეთერში თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა. 

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, ახალი კოდექსის მიხედვით, ყოველი წლის დასაწყისში განისაზღვრება იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც არ აქვს საფუძველი სავალდებულო ჯარიდან თავი გაითავისუფლონ:

"ჩვენ ყოველი წლის დასაწყისში დავადგენთ იმ რაოდენობას, რომელიც ჩვენი სამიზნე იქნება. ეს შეეხება პირველ რიგში იმ კატეგორიას, რომელსც არ აქვს სხვა საფუძველი სავალდებულო ჯარიდან თავის გათავისუფლების და შემდეგ გადავალთ იმ კატეგორიაზე, რომელიც შესაძლოა მოიაზრებოდეს, როგორც პოტენციური რეზერვი. ეს შეეხება სტუდენტების გარკვეულ რაოდენობას, შეიძლება კონკრეტული წლის განმავლობაში საერთოდ არ შეეხოს სტუდენტებს, ან თუ შეეხება, იქნება ეს ძალიან მცირე რაოდენობა. სტუდენტობა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ იქნება ესა თუ ის სტუდენტი გაწვეულთა სიაში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ინდივიდუალურ შემთხვევებს - მე დღეს ვნახე მაგალითად, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოხვდებოდა ამ სიაში, რაც ტყუილია. ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ სუბიექტური გადაწყვეტილების საშუალება და ავწიეთ პრემიერის დონეზე ისეთი ინდივიდუალური შემთხვევები, როგორიც არის საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.

როგორ მოხდება სტუდენტის გაწვევა - ჩვენ დიაპაზონიც გავზარდეთ, ახალი კოდექსი ბევრად მოქნილია. სტუდენტს ექნება არჩევანის საშუალება, ასევე ექნება უფლება გამოხატოს საკუთარი ნება და ნებაყოფლობით გაიაროს გაწვევამდე სავალდებულო სამსახური. ნებისმიერ სტუდენტს წლის განმავლობაში შეეძლება, მხოლოდ ზაფხულში 1 თვით გაიაროს მომზადება და აღარ იქნება იგი ვალდებული სავალდებულო სამსახურის მიმართ. 

უცხოეთში ვინც სწავლობს იმ სტუდენტებს რაც შეეხებათ -  მათაც ექნებათ იგივე საშუალება, შეიძლება სტუდენტმა ისწავლოს საზღვარგარეთ, აირჩიოს ეს პროგრამა და წლის განმავლობაში ერთხელ - ზაფხულში ჩამოვიდეს  და გაიაროს საწყისი მომზადების კურსი. 

გადავადება იქნება მხოლოდ ერთხელ - თანხის, 10 000 ლარის სანაცვლოდ. იგი ავტომატურად აღარ მოხვდება შესარჩევთა სიაში და ავტომატურად იქნება ვალდებული შემდეგ წელს გაიაროს სავალდებულო სამსახური,"- აცხადებს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.  

 

დღის ამბები