თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა "აქსის თაუერსია" - 37 სართულიანი სასტუმრო "პულმანი" გერმანიაში, "აითიბი ბერლინზე", განსაკუთრებულ არქიტექურას, თანამედროვე ინტერიერსა და მომსახხურების საინტერესო კონცეფციას, უცხოელ ვიზიტორებს წარუდგენს.
სასტუმრო 9 თვეა საქართველოში ვიზიტორებს მასპინძლობს, ამიტომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე მონაწილეობის მიღება მათთვის მნიშვნელოვანია.
კიდევ ერთი სასტუმრო, რომელიც "აითიბი ბერლინზე" წელს პირველად იქნება წარმოდგენილი, "ლოპოტა რეზორტია". ტბის გარშემო გაშენებული კომპლექსი 15 წელზე მეტია სტუმრებს ოთხივე სეზონზე მრავალფეროვან აქტვიბობებს სთავაზობს.
სასტუმროები, რესტორნები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის "აითიბი ბერლინის" კარი, 6 მარტს გაიხსნება. გამოფენის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით კონტაქტებისა და ბიზნესურთიერთობების დამყარებაა. გერმანიაში საქართველო 80-მდე ქართულ კომპანიასთან ერთად წარსდგება.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის - ამის შესახებ დღეს "აითიბის" ოფიციალურ გვერდზე დაიწერა.
"უსაზღვრო სტუმართმასპინძლობა" - ამ სლოგანით და მრავალფეროვანი პროგრამით საქართველო გერმანიაში, მასპინძლის სტატუსით წელს პირველად წარდგება. მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ბერლინში 6-9 მარტს გაიმართება.