26 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
4 დაღუპული და 5 დაშავებული - ჰერსონის ოლქზე საარტილერიო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

4 დაღუპული და 5 დაშავებული - ჰერსონის ოლქზე საარტილერიო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მათ შორის საცხოვრებელი სახლები, ამბულატორია და რამდენიმე მაღაზია.

აფეთქებების ხმა ისმოდა პოლტავის ოლქშიც. ქალაქ კრემენჩუგის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 5 რუსული დრონი ჩამოაგდეს. დაიბომბა სუმის ოლქის 7 დასახლება. ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული მოიერიშეების გააქტიურების გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვიში, დნეპროპეტროვსკსა და კიროვოგრადში.

საოკუპაციო ძალის მიერ განადგურებული სამოქალაქო და ენერგეტიკული ობიექტები ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა დაათვალიერა. კარიმ ხანის ვიზიტის მთავარი მიზანი რუსული თავდასხმების შესწავლაა.

მძიმე ღამე იყო ფრონტის ხაზზე. უკრაინელმა სამხედროებმა აგრესორის 85 შეტევა მოიგერიეს. გენერალური შტაბი დანაკარგის შესახებ ცნობებს არც ამჯერად ავრცელებს. თავდაცვის უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ რუსული არმიის იერიშის შემდეგ უკრაინელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს.

გრძელდება ინტენსიური ბრძოლა ბახმუტისთის. როგორც ადგილზე მყოფი უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, საოკუპაციო ძალის გაზრდილი პირადი შემადგენლობის და შეიარაღების მიუხედავად, თავდაცვით პოზიციებს არ თმობენ. ქალაქის რუსული არმიისთვის გადაბარებას არც ოფიციალური კიევი გეგმავს.

დღის ამბები