26 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარის და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრა დასრულდა - ერთ-ერთი მთავარი თემა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტები იყო

3 საათს გაგრძელდა პარლამენტის თავმჯდომარის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა "ხალხის ძალის" ინიციატივები იყო, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტებზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში ხვალ დაიწყება.

იქამდე ერთი დღით ადრე კი, ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება სულ მცირე ორ მნიშვნელოვან პრიორიტეტს 12-რეკომენდაციიდან. პროექტები, დამტკიცების შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და თავისუფალ მედიას.

ამასთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში წუხილის საკითხი არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება დასახელებას.

"გვესმის, რომ ასეთი წუხილები შეიძლება იყო, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ხდება დისკუსიის სტიგმატიზება. მას შემდეგ რაც ამერიკული კანონის პირდაპირი ასლი დაინიცირდა, ამ კანონსაც კი დაარქვეს არაამერიკული და რუსული. დიდი დრო დავუთმეთ საუბარს იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას.

ვფიქრობ აქ არის ურთიერთგაგება, რომ გამჭვირვალობა იმ აქტორებთან დაკავშირებით, ვინც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში, მათ მიმართ გამჭვირვალობის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს აქვთ და, რა თქმა უნდა, პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს უფლება რეალიზდეს. ამიტომ ჩვენ ამ საჭიროებებზეც ვისაუბრეთ. როდესაც საუბარია ამ ინიციატივაზე, ამ კანონზე და ა.შ. საბოლოო ჯამში წუხილის საკითხი არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება დასახელებას.

მე არც გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე და არც დღეს რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გამჭვირვალობას არ არის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.  
 

დღის ამბები