26 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ეს არის მხოლოდ ინიციატივა, დავაკვირდებით განვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა არ გადმოვა კანონმდებლობაში - პაველ ჰერჩინსკი "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

თითქის 3 საათს გაგრძელდა პარლამენტის თავმჯდომარის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა. განხილვის ერთ ერთი მთავარი თემა "ხალხის ძალის" ინიციატივები იყო, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტებზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში ხვალ დაიწყება.

იქამდე ერთი დღით ადრე კი ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება სულ მცირე ორ მნიშვნელოვან პრიორიტეტს 12-რეკომენდაციიდან. პროექტები, დამტკიცების შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და თავისუფალ მედიას.

ამასთან, ევროკავშირის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ეს არ არის კანონპროექტი ეს მხოლოდ ინიციატივა .

"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, მე აქ ვიყავი ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, ჩვენ აქ პარლამენტის სპიკერის მოწვევით ვართ, რომ გავცალოთ მოსაზრებები უცხოური აგენტების შესახებ კანონის ინიციატივაზე. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი ხედვები და მოსაზრება დავაფიქსირე ასევე ევროკავშირის ელჩებმა რომლებიც თბილისში არიან. ჩვენ ძალიან ღიად და გულწრფელად გავცვალეთ მოსაზრებები სპიკერთან და საგარეო კომიტეტის ორ თავმჯდომარესთან, ღრმად შევედით დეტალებში.

ეს არ იყო მარტივი განხილვა. ჩვენის მხრივ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ რომ ეს ინიციატივა შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ რომ ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება სულ მცირე ორ რეკომენდაციას 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველოს მიეცა გასული წლის ივნისში, სპიკერის მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ არგუმენტები ასეთი კანონის საჭიროებაზე საქართველოში. საუბარი გაგრძელდება. როგორც მე ვხვდები ეს არ არის კანონპროექტი ეს მხოლოდ ინიციატივა და ჩვენ ახლოდან დავაკვირდებით ამ ინიციატივის განვითარებას და ვიმედოვნებთ რომ ეს ინიციატივა არ გადმოვა კანონმდებლობაში,"-აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები