26 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
12 ქუჩის შეცვლილი დიზაინი, გაფართოებული ტროტუარები, განახლებული სარეკრეაციო და საჯარო სივრცეები- მალე ქალაქს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ექნება 

განახლებული ქუჩები და ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა - მერიის გადაწყვეტილებით, სატრანსპორტო მონაკვეთებზე, სადაც დღის განმავლობაში მოძრაობა გადატვირთულია, ქვეითებისთვის და ტრანსპორტისთვის გადაადგილება მოწესრიგდება.

შეიცვლება 12 ცენტრალი ქუჩის დიზაინი, გაფართოვდება ტროტუარები, განახლდება სარეკრეაციო და საჯარო სივრცეები. აქტიური სამუშაოები უკვე დაწყებულია ჟვანიას მოედანზე, ასევე ბელიაშვილის და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე. 

მასშტაბური სამუშაოების დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს კიდევ 200 ერთეული ავტობუსი დაემატება, რაც მგზავრების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების დიზაინის შეცვლის პროექტის დეტალები თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განმარტა.

დღის ამბები