26 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
"არ იყო მთლად ჯანმრთელი, ეტყობა, წინააღმდეგობა ვერ გაუწია..." - რას ამბობენ ხობში მოკლული ქალის ოჯახის წევრები

ხობში მოკლული ხათუნა ლაზარიას ცხედარი პროზექტურიდან სახლში უკვე გადაასვენეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლაზარიას მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს ისინი არ იცნობენ.

მათივე ვარაუდით, თავდამსხმელმა იცოდა, რომ მსხვერპლს მანქანაში ჰქონდა თანხა, სწორედ ამიტომ გზაზე დახვდა, მის ავტომობილში ჩაჯდა, შემდეგ კი მოკლა და ადგილი მისივე მანქანით დატოვა.

"თავისი მანქანით მოდიოდა და გზაში ის ქალი დახვდა, არ ვიცით არაფერი... ჩაუჯდა და მერე მოკლა, ჩააგდო ორმოში, ამისი ჩანთა გაიტაცა და ისიც დაიჭირეს.

ავადმყოფიც იყო, არ იყო მთლად ჯანმრთელი. ეტყობა, წინააღმდეგობა ვერ გაუწია. დაზიანებები ქვით ჰქონდა უკან, საფეთქელზე, საშინელებაა...

თანხა მოჰქონდა ამას, 25 ათასი, ეტყობა, ვიღაცამ უთხრა იმ ქალს. ამბობს, ჩემი ვალი ჰქონდაო, არა, საერთოდ, ცნობითაც არ იცნობდა იმას [თავდამსხმელს]," - ამბობს ლაზარიას ახლობელი მადონა ჯიჭონია.

შემზარავი დანაშაული სოფელ ხამისკურში გუშინ დღის მეორე ნახევარში მოხდა. გარდაცვლილი 50 წლამდე ხათუნა ლაზარიაა, რომელიც სასიკვდილოდ 30 წლის ქალმა გაიმეტა. მოკლულის გვამი გამვლელმა შენიშნა და პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა ადგილზე რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

დღის ამბები