26 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ცესკოში 2022 წლის საქმიანობა შეჯამდა- გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციას 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმა წარუდგინა

ცესკოს თავმჯდომარემ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა. გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციას ახალი 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმა წარუდგინა.

მისი განცხადებით, გეგმა სამ სტრატეგიულ პრიორიტეტს მოიცავს- საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ტექნოლოგიურ განვითარებას.

"ჩართულ მხარეებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივ ექსპერტებს დღეს გავუზიარებთ ინფორმაციას, იმ მნიშვნელოვანი საქმიანობებისა და პროგრესის შესახებ, რომელიც ადმინისტრაციას გასული წლის განმავლობაში ჰქონდა. ჩვენ, ასევე, წარვუდგენთ ინფორმაციას, ჩვენი სამოქმედო და სტრატეგიული გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც მომავალი 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრანსფორმაციასა და პროგრესს,"-აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი. 

დღის ამბები