26 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
"პარტია, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, ჩვენ მასთან თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ" - ანა ნაცვლიშვილი ენმ-ის შესახებ

არჩევნების შედეგით "ნაციონალური მოძრაობა" წარსულში დაბრუნდა - ასე აფასებს "ლელო" ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას. ოპოზიციის ნაწილი პარტიასთან თანამშრომლობას აღარ გეგმავს. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვლი ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობის მიზანს ვერ ხედავს. 

"პარტია, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, ჩვენ მასთან თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ. რაც შეეხება მომავალში როგორ განვითარდება პროცესები და თუ დავინახავთ, რომ რაიმე რადიკალური ცვლილება არის და მომავალზე ორიენტირება არის, საუბრით ყველასთან ვსაუბრობთ, მაგრამ სტრატეგიულ პარტნიორობას პარტიაში, სადაც წარსულმა და წარსულის მეთოდებმა, რომელიც არც მაშინ მომწონდა და არც ახლა მომწონს ამ ხელისუფლების პირობებში, სტრატეგიული თანამშრომლობის წინაპირობებს და რესურსებს ახლა არ ვხედავ," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, ბოლო მოვლენებითაც დადასტურდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი სურვილი არ აქვს, პოლიტიკური ვითარება შეცვალოს ქვეყანაში.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" არასდროს არ გვითანამშრომლია, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს პარტია არის წარსულის პარტია და ამ ბოლო მოვლენებითაც დადასტურდა, რომ ამ პარტიას არანაირი რესურსი, არანაირი უნარი და სურვილი არ აქვს, რომ პოლიტიკური ვითარება შეცვალოს ამ ქვეყანაში," - აცხადებს ანა ბუჩუკური.

 

 

 

დღის ამბები