26 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების განსახილველად დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების, განსახილველად დღეს დილით მორიგი სასამართლო პროცესი შედგება. დღესვე ცნობილი უნდა გახდეს დაცვის პოზიცია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნაზე, რომელიც წინა სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინა. საუბარია ცენტრ "ემპათიის" მიერ გამოტანილ დიაგნოზებზე.

უწყების განმარტებით, წარმოდგენილი დოკუმენტები არაერთ კითხვას აჩენს. სავარაუდოდ, დღესვე მოუწევთ დასკვნის ავტორებს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაც. ნოდარ კაკაბაძეს, ნანა კეკელიძესა და აკაკი ტყემალაძეს.

შეგახსენებთ, მსჯავრდებული პრეზიდენტის დედამ შვილის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით პოზიცია გუშინ შეცვალა. გიული ალასანიამ განაცხადა, რომ თუ პატიმარს გაათავისუფლებენ, არ არის გამორიცხული სააკაშვილი სამკურნალოდ საქართველოში დარჩეს.

დღის ამბები