კომპანია META დონალდ ტრამპს Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების აღდგენის უფლებას მისცემს. ტრამპის ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვა რამდენიმე კვირაში მოიხსნება.
კომპანია მიიჩნევს, რომ საზოგადოებას სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსების მოსაზრებების მოსმენის საშუალება უნდა ჰქონდეს.
დონალდ ტრამპს ანგარიშზე წვდომა Twitter-მაც აღუდგინა, თუმცა შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს სოციალური ქსელი არ გამოუყენებია.
ტრამპის ანგარიშები 2021 წელს მას შემდეგ დაუბლოკეს, რაც ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.