ოზურგეთში აუტიზმის ცენტრი გაიხსნა. „ლაზიკამედის აკადემია“ აუტისტური სპექტრისა და განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებს რეაბილიტაციაში დაეხმარება.
ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, ამ ეტაპზე, 100-მდე ბენეფიციარის მიღება შეუძლია.
"ლაზიკამედის აკადემია" ოზურგეთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გახსნეს.