შვედეთი ნატოში გაწევრიანებისთვის თურქეთისგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს, აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი. ერდოღანის ეს განცხადება სტოკჰოლმში რამდენიმე დღის წინ ქურთი მომიტინგეების მიერ თურქეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქციაზე, ყურანის დაწვას მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის გამართვის ნებართვა შვედეთის მთავრობამ გასცა. თურქეთმა კი დაგმო შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილება პროტესტის დაშვების შესახებ.
შეგახსენებთ შვედეთი ნატოში გაწევრიანებას მას შემდეგ ცდილობს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, თუმცა ამისათვის თურქეთის თანხმობა სჭირდება.