2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაცით, 2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 107 მთელი 6 მეათედ პროცენტიანი აღდგენაა.
მათივე ცნობით, 2021 წელთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსული თანხის ოდენობა 182 პროცენტითაა გაზრდილი.
რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას - საქართველოში 2022 წელს 5 მილიონ 400 ათასი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა.