26 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
ბუბა კიკაბიძეს უკანასკნელ გზაზე აცილებენ - უკრაინის კულტურის მინისტრმა პანაშვიდზე ზელენსკის მიმართვა წაიკითხა

ბუბა კიკაბიძეს დღეს უკანასკნელ გზაზე აცილებენ. სახალხო არტისტის ცხედარი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენიდან გამოასვენეს. 

უკრაინის კულტურის მინისტრმა, სამოქალაქო პანაშვიდზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა წაიკითხა:

"პატივი მაქვს წაგიკითხოთ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა. ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებს და თაყვანისმცემლებს, ამ მწუხარების ჟამს, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო. ლეგენდა, რომელიც ყველასთვის მისაბაძი იყო. უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. მისი სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში," - ნათქვამი იყო უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაში.

ვახტანგ კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. ქართველი მსახიობი და მომღერალი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ამბები