26 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
შიდაპარტიული არჩევნები ახლა არის მხოლოდ მისასვლელი გზა იქამდე, თუ როგორ დაიშალოს ბუნებრივად "ნაციონალური მოძრაობა" - იაგი ხვიჩია

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. პარტიაში მიმდინარე პროცესების ორგანიზებას ნიკა მელია ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს უკავშირებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს სხვა ოპოზიციურ სპექტრშიც აფასებენ. ლევან იოსელიანის განცხადებით, აქამდე რომ ემხილა ნიკა მელიას ისინი, ვისზეც დღეს საუბრობს, სხვა მოცემულობა იქნებოდა. 

მისივე შეფასებით, ეს პრობლემა, ნიკა მელიას - როგორც თავმჯდომარეს, გადაიყოლებს.

"მას რომ ამის შესახებ 2020 წელს გაეკეთებინა განცხადება და ეს ადამიანები ემხილა და ეჩვენებინა ადამიანებისთვის, მაშინ დღეს სულ სხვა მოცემულობა გვექნებოდა. იმდენად გადაავადა მან ის პრობლემა, რაც მათ პარტიაში ჰქონდათ რომ სავარაუდოდ, მას ეს პრობლემა, როგორც თავმჯდომარეს გადაიყოლებს. ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" ამ ფორმით საქმიანობას ვერ გააგრძელებს თუ უნდა დაბრუნდნენ ქვეყანაში ის ადამიანები, რომლებმაც ამდენი დანაშაული ჩაიდინეს, მაშინ მე მგონია რომ ამ პარტიას საკუთარი მომხრეებიც აქტიურად მიატოვებენ,"- აცხადებსპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი
ლევან იოსელიანი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩის” თავმჯდომარე იაგი ხვიჩიას შეფასებით კი, "ნაციონალურ მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები, ამ პარტიის დაშლის გზაა. 

"შიდაპარტიული არჩევნები ახლა არის მხოლოდ მისასვლელი გზა იქამდე, თუ როგორ დაიშალოს ბუნებრივად "ნაციონალური მოძრაობა,"- აღნიშნავს იაგი ხვიჩია. 

დღის ამბები