დნიპროში რამდენიმედღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.
საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 45 დაღუპულიდან ერთ-ერთი 11 თვის ბავშვია.
გასული დღის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა დონეცკის ოლქი - ქალაქ კრამატორსკში განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
რუსულმა ძალებმა 37-ჯერ დაბომბეს სასაზღვრო დასახლებები სუმის ოლქში. ოკუპანტებმა ავიაიერიშები მიიტანეს ხარკივის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.