პარაფარიკაობაში საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ირმა ხეცურიანმა 2023 წელი წარმატებით დაიწყო. ქართველმა სპორტსმენმა ვაშინგტონში მიმდინარე მსოფლიო თასზე, ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა, რაპირაში კი ვერცხლი. ხეცურიანმა ხმლით შეჯიბრის ფინალში იტალიელი მეტოქე 15-11 დაამარცხა, რაპირაში კი, გადამწყვეტ შეხვედრაში ტაილანდელ მოფარიკავესთან დამარცხდა.
ირმა ხეცურიანის გარდა ვაშინგტონის მსოფლიო თასზე ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეეცდებიან საუკეთესო შედეგის ჩვენებას.