26 ნოემბერი 2024,   23:55
ვრცლად
მე და ჩემი ძმა ჩავედით მასთან რომ გადაგვეფიქრებინა - გიული ალასანია “კურიერის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ მასალაზე

"რუსთავი 2-ს" რამდენიმე საათის წინ ექსკლუზიურად მიაწოდეს აუდიო მასალა, რომელიც  სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დედას ეკუთვნის.

ჩანაწერის მიღებიდან ამ დრომდე "კურიერი" გიული ალასანაისთან დაკავშირებას ცდილობდა, კონტაქტი კი, ახლახანს შედგა.

გიული ალასანია ადასტურებს რომ ის ჩასული იყო მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებაზე მის გადარწმუნებას ცდილობდა.

"მე წინააღმდეგი ვიყავი მისი საქართველოში ჩამოსვლის, მე და ჩემი ძმა ჩავედით მასთან რომ გადაგვეფიქრებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაშინ არ დაგველაპარაკა. როგორ გიპასუხოთ  2წლის წინანდელ ჩანაწერზე, რომელიც მე არ მახსოვს,"- განუცხადა გიული ალასანიამ "კურიერს".

 

დღის ამბები