უხვი ნალექისა და ლიპყინულის გამო, მანქანებისთვის კვლავ სპეციალური რეჟიმია დაწესებული გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე. გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ ზამთრის საბურავების მქონე მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის.
გზების გასაწმენდად შეუჩერებლად მუშაობს სპეცტექნიკა, პრობლემურ მონაკვეთებზე მოძრაობას აკონტროლებს საპატრულო პოლიცია.