ბრაზილიაში სამთავრობო შენობებზე განხორციელებული შტურმისას დაკავებულთა რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას ბრაზილიის უსაფრთხოების მინისტრი ავრცელებს. ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები კონგრესისა და სხვა სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ.
ამბოხებულები არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ და ახლად არჩეული პრეზიდენტის დასამხობად სამხედრო ჩარევას ითხოვდნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.