ბედობის ღამეს ტოგონიძეების ოჯახში მეკვლეს სტუმრობა ტრაგიკული აღმოჩნდა. დღესასწაული ტრაგედიად საახალწლო სუფრა კი, მძიმე დანაშაულის ადგილად სოფელ ჭიაურში იქცა. აქ სიტყვიერი შელაპარაკება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.
მასპინძელი და სტუმარი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბის დროს 25 წლის გოგა შუბითიძემ მსხვერპლს დანით მუცელში მძიმე დაზიანება მიაყენა. დამნაშავე დაცვის პოლიციის ინსპექტორი, დაზარალებული კი, 21 წლის რობა ტოგონიძეა. ერთ-ერთი ინფორმაციით დანაშაულის ჩადენის მოტივი ძველი წყენა გახდა. რაზე საუბარიც ტოგონიძეების ოჯახს არ სურს.
საბოლოოდ ჩხუბში მონაწილე ორივე პირი დაშავდა. ახლა დანით დაჭრილს ლაგოდეხში, ხოლო დამნაშავე პოლიციელს თბილისში საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობენ.
ეს არ არის ერთადერთი ფაქტი, სადაც ადამინის უფლებების დამცველი მოძალადედ თავად იქცა. ქუთაისში გამოვლენილ ოჯახურ ძალადობაშიც დაცვის პოლიციელი ფიგურირებს. მამაკაცი არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა ფიზიკურადაც გაუსწორდა. პოლიციელი იარაღის გამოყენებით მეუღლესა და არასრულწლოვან ბავშვს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა.
ახლა დაცვის პოლიციის ორივე თანამშრომელი საბრალდებო სკამზე განაჩენს ელოდება. დაკავებულებს თავისუფლების აღკვეთა 3 და 7 წლით ემუქრება. ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.