შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საუკუნის რეკორდი მოხსნა - სპიკერი 11 კენჭისყრის შემდეგაც ვერ აირჩიეს. კევინ მაკკარტიმ, რომელიც წინა მოწვევის პალატაში "რესპუბლიკელების" უმცირესობის ლიდერი იყო, სპიკერობისთვის საჭირო 218 ხმა მესამე დღესაც ვერ მოაგროვა.
მაკკარტის კანდიდატურას 20 ულტრა-კონსერვატორი რესპუბლიკელი ეწინააღმდეგება. მათთან კევინ მაკკარტის მომხრე თანაპარტიელების კონსულტაციებს შედეგი ჯერ-ჯერობით ვერ მოაქვს. რესპუბლიკურ პარტიას წარმომადგენელთა პალატაში 222 წევრი ჰყავს. უმცირესობაში მყოფი დემოკრატების 212 ხმა ერგო ამ პარტიის კანდიდატ ჰაკიმ ჯეფრისს. კენჭისყრა დღეს, 6 იანვარს უნდა გაგრძელდეს.