26 ნოემბერი 2024,   23:14
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტის გამო გიორგი შარაშიძე პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა - რა გამოხმაურება მოჰყვა ფაქტს "ნაციონალურ მოძრაობაში"

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ვაკეში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომელიც ყოფილ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და გიორგი შარაშიძეს შორის მოხდა. როგორც ხატია დეკანოიძე განმარტავს, ამგვარი ქმედება ცივილიზირებულ სამყაროში არ უნდა ხდებოდეს. 

"ამ ინციდენტის შესახებ მაქვს მხოლოდ ის მწირი ინ ფორმაცია, რაც გავრცელდა. ადამიანების მხრიდან საჯაროდ ასეთი შურისძიება არის დაუშვებელი და ეს არის ის პირველწყობილი კანონები, რომელიც არც დემოკრატიაში და არც ცივილიზაციაში არ უნდა იყოს. რაც შეეხება გამოძიებას, ყველა გამოძიება უნდა წარიმართოს ობიექტურად, რა თქმა უნდა, ეს  არის ძალიან მნიშვნელოვანი," - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

ამასთან, პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები რეჟიმის მიერ არის წახალისებული.

კირკიტაძის თქმითვე, არ ელოდება ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას. 

"მე მასთან კონტაქტი არ მქონია და მით უმეტეს ამ საკითხზე. სიმართლე გითხრათ, არც მიკვირს ამ ქვეყანაში მსგავსი ქმედება, რომელიც რეჟიმის მიერ არის წახალისებული. არ მაქვს არანაირი განცდა და არც იმედი იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ მსგავსი ტიპის თავდასხმებზე," - აცხადებს დავით კირკიტაძე.

ცნობისთვის: გიორგი შარაშიძე პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა. ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. რუსთავი2-ის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძე გაუსწორდა. ინფორმაცია კურიერს თავად შარაშიძემაც დაუდასტურა. მისი განცხადებით, ის პასუხისმგებლობას არ გაურბის და სამართალდამცველების კითხვებსაც უპასუხებს. 

დღის ამბები