ბენზინისძრავიანი ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმების სტანდარტის გამკაცრება, ფასიანი განმეორებითი ტექდათვალიერება, ხმაურიანი ავტომობილის შემოწმების ვალდებულება - 1-ლი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში კანონი მკაცრდება.
ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, კანონის გამკაცრება არსებული ვითარების გამო დადგა დღის წესრიგში.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ოთხი წელია ქვეყანაში სავალდებულოა, დღეს მძღოლების დიდი ნაწილი ქალაქში ისევ გაუმართავი ავტომობილით გადაადგილდება.