საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ილია მეორეს საქართველოს აღორძინებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
"ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 90 წლის იუბილეს! ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს აღორძინებასა და განმტკიცებაში მის ღვაწლს არ აქვს ისტორიული პარალელი.
საქართველოს ეკლესიის მისმა თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა წინამძღოლობამ, განუყოფელი სულიერი კავშირითა და მადლით გადაჯაჭვა ჩვენი ერი, ჩვენს დედა ეკლესიას და ჩვენს პატრიარქს.
მის უწმინდესობას ვუსურვებ დღეგრძელობას და კიდევ მრავალი წელი ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლობას!,"-ნათქვამია შალვა პაპუაშვილის მილოცვაში.