27 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
რა ხდება ბორჯომში, რომელიც ამ დრომდე სტიქიის ზონაა - დასახლებულ პუნქტებთან ხანძრის გადასვლის საფრთხე მოხსნილია

ვითარება ბორჯომში - "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, 300-მდე მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ქრობის ღონისძიებებში ჩართულია, ასევე, ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

გარდა ამისა, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ჩართული არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებთან ხანძრის გადასვლის საფრთხე მოხსნილია.

დღის ამბები