100 წელი დები იშხნელების შემოქმედებიდან - საღამოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა უმასპინძლა. მაყურებლის წინაშე დიდ სცენაზე გორის ქალთა კამერული გუნდი და მანანა მენაბდე წარსდგნენ.
კონცერტზე იშხნელების არა ერთი ცნობილი ნაწარმოები შესრულდა. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.