ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში, უკრაინაში მებრძოლი სპარტაკ ლეკიაშვილი გარდაიცვალა.
25 წლის ქართველი მეომარი ბახმუტში გასულ წელს მძიმედ დაიჭრა. ის ბახმუტის მიმართულებით ბრძოლისას საჰაერო დაბომბვაში მოჰყვა - მებრძოლს დაკარგული ჰქონდა მხედველობა და სრულად პარალიზებული იყო.
ლეკიაშვილი, საფრანგეთამდე, უკრაინასა და საქართველოში მკურნალობდა. დაწყებულია გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურები.