27 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
აშშ-ის სენატორი ქალისა და მამაკაცის სქესის განსაზღვრის დაკანონების ინიციატივით გამოდის - "ყოველი ადამიანი არის ან მამაკაცი, ან ქალი" და "ადამიანის სქესი არ განისაზღვრება რაღაც პირობებით"

კანზასელმა სენატორმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიზანიც ქალისა და მამაკაცის ცნებების "ბიოლოგიური ჭეშმარიტების" თვალსაზრისით დადგენაა. "2024 წელს მამაკაცისა და ქალი სქესის განსაზღვრის შესახებ" - ასე ჰქვია როჯერ მარშალის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს, რომელმაც საკანონმდებლო დონეზე უნდა განსაზღვროს მამრობითი და მდედრობითი სქესის ცნებები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო რეგულაცია საჭიროა სქესის, როგორც ბიოლოგიური ჭეშმარიტების განსაზღვრებაში "მზარდი გაურკვევლობის თავიდან ასარიდებლად".

"მე, როგორც ექიმს, რომელიც 5 000-ზე მეტ მშობიარობას დავესწარი, დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ ბავშვებში სქესის საკითხის პოლიტიზება ანგარებით და საკუთარი რადიკალური მიზნებისთვის, ამის პაიკივით გამოყენება არა მხოლოდ არასწორია, არამედ ძალიან სახიფათოცაა. არ მეგონა, დაგვჭირდებოდა კანონმდებლობა, რომელიც გვეტყოდა, რომ არსებობს ორი სქესი: მამრობითი და მდედრობითი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დრო დადგა", - ამბობს კანონპროექტის ავტორი.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ "ყოველი ადამიანი არის ან მამაკაცი, ან ქალი" და რომ "არავითარ შემთხვევაში, ადამიანის სქესი არ განისაზღვრება რაღაც პირობებით ან თვითიდენტიფიცირებით".

დღის ამბები