"რომელ თვითმარქვიას დასვამენ ახლა ე.წ. პრეზიდენტად, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობით არ გამოირჩევა" - "საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", გრიგოლ გეგელია პრეზიდენტის არჩევის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, ვის წარადგენს "ქართული ოცნება" კანდიდატად.
"არავითარი არსებითი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, ვის წარადგენს "ქართული ოცნება" კანდიდატად, იმავე მარტივი მიზეზით, რომ ეს არ არის ლეგიტიმური პარლამენტი, ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, მათ არ გააჩნიათ საქართველოს ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა, შესაბამისად, ის, თუ რომელ თვითმარქვიას დასვამენ ახლა ე.წ. პრეზიდენტად, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობით არ გამოირჩევა", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.