საკრებულოში, ფარიკაობაში 2022 წლის ევროპის ჩემპიონის და მსოფლიო პრიზიორის სანდრო ბაზაძის და ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელების მიღება გაიმართა. საქართველოს ისტორიაში, ინდივიდუალურ ასპარეზობაში, სანდრო ბაზაძე პირველ ადგილს იკავებს, მსოფლიო რეიტინგში კი მეორე ადგილზეა. საკრებულოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.