ცესკოს ინიციატივით, ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკები გაიხსნა. საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, 240 ახალგაზრდა 4 დღის განმავლობაში ინფორმაციას მიიღებს არჩევნების ისტორიაზე, საარჩევნო სისტემებზე, ინკლუზიურ საარჩევნო გარემოსა და პერსონალური მონაცემების დაცვაზე; ასევე, არჩევნების უსაფრთხოებასა და მედიასთან კომუნიკაციაზე.
პროგრამაში გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებიც.
პროექტი უკვე მესამე წელია ტარდება.