ჯანდაცვის მინისტრმა ჭიათურაში, ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი მოინახულა. დავით ჩხაიძე პირველია, ვინც საქართველოში, აღნიშნული პროგრამით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა და ამისთვის, სახელმწიფომ, 70 ათასი ლარი გამოყო.
პაციენტს ოპერაცია მარტის ბოლოს გაუკეთდა და თავს კარგად გრძნობს. ახალი სახელმწიფო პროგრამა იანვრიდან ამოქმედდა, რომელიც თანამონაწილეობით, ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინანსებს. პროგრამა ასევე ფარავს ოპერაციის მოსამზადებელ პერიოდს, შემდგომი რეაბილიტაციისა და მედიკამენტების ხარჯებს.