27 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
თბილისის მერმა ავლაბრის მეტროს რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივებს თავად გააცნო

თბილისის მერმა დღეს, ავლაბრის მეტროს რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივებს თავად გააცნო, სადაც მგზავრებს 8 თვეში განახლებული ვესტიბიული დახვდებათ.

თბილისის მერიამ ავლაბრის მეტროს შესასვლელის გამაგრებითი სამუშაოები უკვე დაიწყო. სრულად შეიცვლება შიდა ინტერიერი, მოეწყობა ლედ განათებები და ორიენტირებული იქნება მგზავრთა კომფორტზე. სამუშაოების პარალელურად, სადგური მუშაობას არ შეაჩერებს.

პროექტის ფარგლებში, გარე ფასადის რეაბილიტაციაც იგეგმება. განახლდება ავლაბრისთვის უკვე სავიზიტო ბარათად ქცეული მეტროს გამწვანებული კედელი, მოეწყობა ახალი შადრევანიც.

დღის ამბები