ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მე-3 წრეში ითამაშებს. ქართველმა ჩოგბურთელმა, ოთხ სეტში 25 წლის ფრანგი სპორტსმენი დაამარცხა.
მომქანცველი შეხვედრა 2 საათნახევარი გაგრძელდა. ბასილაშვილი უიმბლდონზე კარიერაში მერვედ ასპარეზობს, მან მე-3 წრეში ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ, 2015 წელს ითამაშა. ტურნირის მომდევნო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი ნიდერლანდელ მეტოქეს შეხვდება.