27 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
არანაირი მიზეზი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა შევიდეს ალიანსში საქართველო, ან სხვა ნებისმიერი ქვეყანა - ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი

დღეს, მადრიდში, ნატოს სამიტის მეორე დღეა. სწორედ დღეს უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება კიევისა და თბილისისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. სამიტის მონაწილეები მომავალი ათი წლის უსაფრთხოების კონცეფციაზე უნდა შეთანხმდნენ. პირველად, 12 წლის, შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთს არა პარტნიორად, არამედ მთავარ საფრთხედ გამოაცხადებს. სამიტზე საუბარი იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზეც, რომელშიც საქართველო აქტიურად არის ჩართული. ესპანეთის დედაქალაქში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ თქვა, რომ არანაირი მიზეზი არ არსებობს თუ რატომ არ უნდა შევიდეს ალიანსში საქართველო, ან სხვა ნებისმიერი ქვეყანა.

"მე მტკიცე ვარ ჩემს პოზიციაში რომ წლების განმავლობაში ნატოს საუკეთესო პოლიტიკაა ღია კარი. ეს არ უნდა შეიცვალოს. ჩვენ მხარს ღიად ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს შეუერთდეს ნატოს. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ მოკავშირეებთან იმისთვის, რომ დავუჭიროთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების სურვილს მხარი. ნატომ კარი უნდა გაუღოს ყველას, ვისაც ალიანსში გაწევრიანების სურვილი აქვს. თქვენ ხედავთ, რომ დღეს სამიტზე სტუმრად გვყავს ქვეყნები სხვადასხვა კონტინენტიდან. არანაირი მიზეზი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა შევიდეს ალიანსში საქართველო, ან სხვა ნებისმიერი ქვეყანა.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას, როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში და ეს მათი მტკიცე პოზიციაა.

დღის ამბები