ამერიკის შეერთებულ შტატებში 50-მდე დაღუპული მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიციამ გარდაცვლილები ტეხასში, სან-ანტონიოში, სატვირთო ავტომობილში იპოვა.
სან-ანტონიო მექსიკის საზღვრიდან 250 კილომეტრში მდებარეობს. ჰოსპიტალიზებულია 16 ადამიანი.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ სატვირთო მანქანაში. პოლიცია მძღოლს ამ დრომდე ეძებს.
მიგრანტთა გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი დახურულ სივრცეში ჰაერის მაღალი ტემპერატურა გახდა. ტემპერატურა სან-ანტონიოში 40 გრადუსს აღემატება.