თურქეთში კვლავ "წითელი განგაშია". ქვეყნის ჩრდილოეთით ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა გაანადგურეს ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა. გარკვეული უბნებიდან მიმდინარეობს ხალხის ევაკუაციაც.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მსგავსმა წყალდიდობამ ქვეყანაში ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.