27 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
საქართველო, უკრაინა, მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები, ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს წარმატების მისაღწევად - გერმანიის საელჩო

ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად, გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს ცნობით, საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის.

"მიზანი ნათელია - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის," – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

დღის ამბები