27 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
ავღანეთში მიწისძვრით გარდაცვლილთა რაოდენობა 920-მდე გაიზარდა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 920-მდე გაიზარდა, BBC-ის ინფორმაციით, თალიბანის წარმომადგენლებმა განაცხადეს. 

ფოტოებზე, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ჩანს ჩამონგრეული სახლები, მაშველები ცდილობენ, ნანგრევებიდან ადამიანები გამოიყვანონ. 

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენებიც, მათ დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

თალიბანის ლიდერის, ჰიბატულა ახუნდზადას ინფორმაციით, ასობით სახლია დანგრეული და გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ მოიმატებს. 

მიწისქვეშა ბიძგის სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ღამის 01:30 საათზე მოხდა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა სახლში იყო და ეძინა. 

დღის ამბები