რუსეთის შესაჩერებლად, ფრონტზე მყოფ უკრაინას აქვს თავისი არმიისა და ხალხის სიმტკიცე, ისევე როგორც უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა - ამის შესახებ გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა სერგეი კისლიცამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დიპლომატის თქმით, რუსეთი უკრაინაში შეჭრას თავად არ შეაჩერებს და ეს ყველამ ერთად უნდა გააკეთოს.
"რუსეთის შესაჩერებლად, ფრონტზე მყოფ უკრაინას აქვს საკუთარი ხელმძღვანელობის საჭირო ნება, თავისი არმიისა და ხალხის სიმტკიცე და სიმამაცე, ისევე როგორც უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა.
ვინაიდან უკრაინა იბრძვის თავისი არსებობის უფლებისთვის, ეს ყველამ უნდა შევაჩეროთ, რაც მალე მით უკეთესი. მოდით, ახლავე დავასრულოთ რუსული ფაშიზმი," - განაცხადა კისლიცამ.