27 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
აშშ მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას - ნედ პრაისი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროინტეგრაციას. პრაისის განმარტებით, აშშ სამივე ქვეყანასთან მუშაობდა, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების მხრივ. მისი თქმით, დასავლეთი მომავლშიც განაგრძობს აღნიშნული ქვეყნების მხარდაჭერას.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას.

აშშ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების მხრივ.

ეს ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ თავიანთ სურვილს, უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ დასავლეთთან. აშშ ამ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების კუთხით. მომავალშიც მათ გვერდით ვიქნებით," - განაცხადა ნედ პრაისმა. 

დღის ამბები