"გოლდენ სტეიტ უორიორსი" ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონია, კალიფორნიელებმა NBA - ის ჩემპიონის წოდება, ისტორიაში მეხუთედ მოიპოვეს.
სუპერფინალის მეექვსე შეხვედრა ბოსტონში გაიმართა და გოლდენ სტეიტის სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ "უო-რიო-რსმა" ბოსტონ "სელტიკი" 103 - 90 დაამარცხა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო სტეფ კარი, სტუმართა გუნდის ლიდერმა 34 ქულა დააგროვა, 7 ჩაჭრა და 7 შედეგიანი გადაცემა განახორციელა.