27 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
რუსეთი არ არის თეთრი და ფუმფულა, ჩვენ არ გვრცხვენია ვაჩვენოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორებიც ვართ - სერგეი ლავროვი

"რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის. რუსეთი არის ის, რაც არის. ჩვენ არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორებიც ვართ", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა BBC - სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ სცადა იმის მტკიცება, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა და რომ ეს სპეციალური ოპერაციაა, მიზეზად კი ლავროვმა დასავლეთის მიერ უკრაინის ნატოში ინტეგრაციის მცდელობა დაასახელა, რასაც ამავდროულად დანაშაულებრივი ქმედება უწოდა.

მან, ინტერვიუს დროს, საერთაშორისო დიპლომატები, დასავლეთის მიერ გავრცელებული ყალბი ამბების რუპორებადაც მოიხსენია.

"ჩვენ უკრაინაში არ შევჭრილვართ, ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რადგან სხვა გზა არ გვქონდა აგვეხსნა დასავლეთისთვის, რომ ის დანაშაულებრივი საქმიანობითაა დაკავებული, როდესაც უკრაინას ნატოში ითრევს. საერთაშორისო დიპლომატები, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, გაეროს გენერალური მდივანი და გაეროს სხვა წარმომადგენლები, დასავლეთის მხრიდან ზეწოლის ქვეშ არიან და ძალიან ხშირად, მათ დასავლეთის მიერ გავრცელებული ყალბი ამბების რუპორებად იყენებენ. რუსეთი არ არის თეთრი და ფუმფულა, რუსეთი არის ის, რაც არის. ჩვენ არ გვრცხვენია ვაჩვენოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორებიც ვართ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

დღის ამბები