უკრაინაში, ოკუპირებული ხერსონის ოლქში 24 თებერვლის შემდეგ დაბადებული ბავშვები და ასევე, ობოლი ბავშვები, ავტომატურად მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას. ამის შესახებ ხერსონის ოლქის ე.წ სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილ სტრემოუსოვზე დაყრდნობით რუსული მედია წერს. სტრემოუსოვის თქმით, ოლქში განსაკუთრებით გაზრდილია რუსულ პასპორტებზე მოთხოვნა.
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ ხერსონის ოლქზე კონტროლი საოკუპაციო ძალებს აქვთ დამყარებული და იქ შექმნილია ე.წ სამოქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია. აქტიურად მიმდინარეობს რუსული საბუთების დარიგებაც.