წალკის, იგივე დაშბაშის კანიონზე მდებარე ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს დღეიდან ელის. ეს პირველი დაცული ტერიტორიაა, სადაც კერძო საერთაშორისო ინვესტიცია განხორციელდა. ებრაულმა
კომპანიამ პროექტში 120 მილიონი ლარი ჩადო, რაც რეგიონისთვის უპრეცენდენტო რაოდენობაა. უნიკალურია თავად პროექტით გათვალისწინებული ობიექტებიც. კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდია გადებული; არის ეკოტურისტული ბილიკები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა.
კანიონის პერსონალი, 250-ზე მეტი ადამიანი - სრულად ადგილობრივი მოსახლეობისგან არის დაკომპლექტებული.
ოფიციალური გახსნის ცერემონია გუშინ შედგა.