სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს რუსები აკონტროლებენ. მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა ძალებმა ქალაქის ნახევარზე კონტროლი მოიპოვეს, რუსებმა საჰაერო დარტყმებითა და არტილერიით ქალაქის მიწასთან გასწორება დაიწყეს.
ამის გამო, უკრაინულმა ძალებმა უკან დაიხიეს, თუმცა ქალაქის ინდუსტრიულ და საკვანძო ზონებზე კონტროლი შენარჩუნებულია. რუსმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 20 დასახლება დაბომბეს, დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, არიან დაშავებულები.