27 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
გვარამია არის ჟურნალისტიკას ამოფარებული "ნაცმოძრაობის" დამნაშავე ლიდერი, რომელიც თავს ესხმოდა და ხურავდა ტელევიზიებს - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ნიკა გვარამია არის არა თავისუფალი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, არამედ ენმ-ის "დამნაშავე ლიდერი, რომელიც ტელევიზიებს ხურავდა".

ამის შესახებ თალაკვაძემ ომბუდსმენის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვს. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ასეთი მიდგომები არსებობს, მით უმეტეს, ომბუდსმენს ყველაზე მეტად მოეთხოვება, გააკეთოს სამართლიანი და დაბალანსებული გადაწყვეტილებები თავისი მანდატის ფარგლებში. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვნახოთ, რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს იმასთან, რომ არსებობს გამოძიებით დადასტურებული ფაქტები, რომელიც განიხილა სასამართლომ და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამიამ დაარღვია კანონი.

ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში გახლდათ პოლიტიკური ფუნქციონერი, რომელსაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს დანაშაულებზე და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, რომელიც, როდესაც პროკურორის პოზიციაზე მუშაობდა, პირდაპირ ამართლებდა რეიდებს ტელევიზიაში, ტელევიზიების დახურვას და ამ ყველაფერს სახელმწიფო საჭიროებით ამართლებდა. ის არა თავისუფალი ჟურნალისტი, არა თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე ლიდერი გახლავთ,"-აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

ომბუდსმენის ოფისი ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგებს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ საქმეზე სასამართლოს მსჯელობა, როგორც მსჯავრდების, ისე სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია. 

დღის ამბები