27 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება.

ხელისუფლება დღეს რამდენიმე პრობლემას დააყენებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის, დაკავებების და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების საკითხებს.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება, მათ შორის არიან ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები. შეხვედრაზე ასევე განიხილება საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ყველა ინციდენტი, რომელიც დაფიქსირდა წინა შეხვედრიდან დღემდე და ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.  

 

დღის ამბები